ზურა ჯაფარიძემ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა

ზურა ჯაფარიძეს 7 თვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე, მას შესთავაზეს ვადაზე ადრე გათავისუფლება, რაც კანონით გათვალისწინებული პროცედურაა.
“ვინაიდან არც ერთი გზით არ განიხილავს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას, ზურაბ ჯაფარიძემ მკაფიო უარი განაცხადა” – ინფორმაციას მისი პოზიციის შესახებ ჯაფარიძის ოფიციალური გვერდი ავრცელებს ფეისბუკზე.
ზურა ჯაფარიძე სასჯელს ციხეში სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო იხდის – კომისია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს ჩადენილ დანაშაულებებს სწავლობდა. 2012 წლამდე ზურა ჯაფარიძეს ხელისუფლების არც ერთ შტოში თანამდებობა არ ეკავა.
პატიმრობისას, მას და სხვა პატიმარ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დამატებითი ბრალდება წაუყენეს.
6 ნოემბერს, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რვა ოპოზიციონერი (, ზურა ჯაფარიძე, , ელენე ხოშტარია, , , ბადრი ჯაფარიძე და ) პოლიტიკოსის წინააღმდეგ. მათ ნაწილს ედავებიან საბოტაჟს, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
ზურა ჯაფარიძეს ახალი ბრალი წაუყენეს საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე – 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით.