“2 წელიწადში ჩემი და ანუკას გზები გაიყარა… იყო, რა თქმა უნდა, დაშლის დროს მომენტები, რომლებიც ჩემთვის მტკივნეული იყო” – რას ჰყვება ბიჭოლა ანუკი არეშიძესთან ურთიერთობაზე – Marao

“2 წელიწადში ჩემი და ანუკას გზები გაიყარა… იყო, რა თქმა უნდა, დაშლის დროს მომენტები, რომლებიც ჩემთვის მტკივნეული იყო” – რას ჰყვება ბიჭოლა სთან ურთიერთობაზე – Marao
ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის წყვილი უკვე წლებია, აქტუალობას არ კარგავს. მათი ურთიერთობა, ოჯახი და შვილები საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდ ყურადღებასა და სიყვარულს იმსახურებს. ანუკისა და კახას ოთხი შვილი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლა ჰყავთ.
ანუკიმ და კახამ ერთმანეთი იტალიაში გაიცნეს:
“მე ვიყავი 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი.
მე ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს გამოვხატავ, ვამბობ. კახი სიყვარულს უთქმელად, ჩუმად გამოხატავდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ალბათ, ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ სხვა გოგონები, როცა მის გვერდით მხედავდნენ“ – ამბობდა ანუკი.
ანუკი არეშიძემ საკუთარი ბრენდი Anouki 2013 წელს თბილისში შექმნა, თუმცა მას უკვე ევროპაშიც კარგად იცნობენ. დიზაინერი ქალის ხაზის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებსაც ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის წარმოება დაიწყო, რომელსაც უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა.
როგორც ცნობილია, ანუკი არეშიძე ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ის ბევრს მოგზაურობს და მინიმალისტურ, ესთეტიკურ კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.
ანუკი მოწონებას არა მხოლოდ სტილის, არამედ ესთეტიკური და დახვეწილი ფოტოების გამოც ხშირად იმსახურებს. იგი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს და „ინსტაგრამზე“ 950 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს, რომლებიც მის მიმართ დადებით შეფასებებს არასდროს იშურებენ.
ანუკი გამორჩეული სტილის გამო მოდურად ჩაცმის მოყვარულების ინსპირაციის წყაროდ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იტალიაში, საფრანგეთსა და შიც იქცა.
მანამდე ანუკი დიზაინერ “ბიჭოლას” პარტნიორი იყო. წყვილს საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა უკრაინაში, თუმცა მოგვიანებით მათი გზები გაიყარა. ამის შესახებ “ბიჭოლა” ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში საუბრობს:
„რა თქმა უნდა, ეს იყო ერთი ნაბიჯი წინ. გადავწყვიტეთ, წავსულიყავით არა მილანში, არამედ კიევში და ამ ქალაქიდან დაგვეწყო ჩვენი ბრენდის გაკეთება. საკმაოდ წარმატებულად შევედით უკრაინის ბაზარზე, მაგრამ 2 წელიწადში ჩემი და ანუკის გზები გაიყარა. არ მქონდა იმის მომენტი, მეფიქრა, რომ მე აქ უნდა დავბრუნებულიყავი. დავრჩი უკრაინაში. იყო, რა თქმა უნდა, დაშლის დროს მომენტები, რომლებიც ჩემთვის მტკივნეული იყო, მაგრამ დიდ სურათში კარგად ვხედავ და აგიხსნი, რატომ. ჩემს ცხოვრებაში პარტნიორების მოსვლა და წასვლა ძალიან დროულად ხდება. რაც ჩვენი გზები გაიყო, ერთი წლის განმავლობაში კარიერულად ნაბიჯები წინ გადავდგი, კიდევ უფრო მეტად პოპულარული გავხდი“. – იხსენებს ბიჭოლა.