უკრაინის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის არმიის მდივანს შეხვდა, – ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, იულია სვირიდენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მოხარული ვარ, რომ შემიძლია აშშ-ის არმიის მდივანს, დენიელ დრისკოლს უკრაინაში მისი პირველი ვიზიტის დროს ვუმასპინძლო. ეს მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს, რომ მდივანი რუსული აგრესიის შედეგებს ადგილზე პირადად გაეცნოს“, – წერს იულია სვირიდენკო X-ზე.
მისი თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული და ფინანსური სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდეს“.
ცნობისთვის, დღეს უკრაინაში ვიზიტით მყოფ პენტაგონის დელეგაციის წევრებს, მათ შორის აშშ-ის არმიის მდივანს, დენ დრისკოლს პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც შეხვდება.




