დემოგრაფიული პოლიტიკისა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა – ჯანდაცვის სამინისტრო

დემოგრაფიული პოლიტიკისა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა – ჯანდაცვის სამინისტრო
დემოგრაფიული პოლიტიკისა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა – აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობა შეაფასეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დემოგრაფიული პოლიტიკის ფარგლებში მოქმედ, სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა. როგორც მ აღნიშნა, მიმდინარე პროგრამები მიმართულია ოჯახების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, რაც დემოგრაფიული გარემოს გაჯანსაღების ერთ-ერთი წინაპირობაა. მინისტრის განცხადებით, საჭიროა კიდევ უფრო თანმიმდევრული და გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელიც ოჯახების ინსტიტუტის გაძლიერებას, სტაბილური მხარდაჭერის მექანიზმების გაფართოებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის მდგრად ზრდას უზრუნველყოფს.
როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, დემოგრაფიული გამოწვევის წინაშე, დღეს, თითქმის მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით კი განვითარებული ქვეყნები დგანან. მხარეებმა იმსჯელეს არსებული გლობალური ტენდენციების გავლენასა და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოში უნდა გადაიდგას. ასევე, განიხილეს გამოწვევების გადაჭრის პრაქტიკული მექანიზმები.
დისკუსიის შედეგად, განისაზღვრა ის ძირითადი მიმართულებებიც, რომლებიც დემოგრაფიული პოლიტიკის კიდევ უფრო ეფექტიან განხორციელებას შეუწყობს ხელს.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი საპარლამენტო კომისიისა და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე , ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ასევე, აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს