კლუნების ფონდი: სააპელაციოს გადაწყვეტილება ამაღლობელზე მორიგი დარტყმაა მედიის თავისუფლებაზე

ჯორჯ და ამალ კლუნების ფონდი სამართლიანობისთვის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ეხმაურება და აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება მორიგი დარტყმაა მედიის თავისუფლებაზე.
“გუშინდელი გადაწყვეტილება ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გამამტყუნებელი განაჩენის და 2-წლიანი პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ, მორიგი დარტყმაა მედიის თავისუფლებაზე და შემაშფოთებელი ნიშანია. მაშინ, როდესაც მისი საქმე უზენაეს სასამართლოში გადადის, Trial Watch-ი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელიც მის წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო პროცესების სამართლიანობას შეაფასებს”- ნათქვამია განცხადებაში.