კახა კალაძე – ყოველთვის შანტაჟი, მუქარა! ჯერ იყო კანდიდატის სტატუსით გვემუქრებოდნენ, შემდეგ მოლაპარაკების გახსნა-არ გახსნა, ვიზალიბერალიზაცია – ამ ტიპის ქმედებების მერე, დანიშნულ შეხვედრას რომ აუქმებენ, გასაკვირი არ არის

ყოველთვის შანტაჟი, მუქარა! ჯერ იყო კანდიდატის სტატუსით გვემუქრებოდნენ, შემდეგ მოლაპარაკების გახსნა-არ გახსნა, ვიზალიბერალიზაცია… ამ ტიპის ქმედებების მერე, დანიშნულ შეხვედრას რომ აუქმებენ, გასაკვირი არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გადადების თაობაზე ბრიუსელის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ძალიან დიდი შემოტევები მიდის საქართველოს წინააღმდეგ.
„ვერ გეტყვით, რატომ გაუქმდა შეხვედრა. იმის გათვალისწინებით, რასაც ვხედავთ, რა დამოკიდებულება აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ, არ უნდა გაგვიკვირდეს ამ ტიპის გადაწყვეტილებები. ძალიან დიდი შემოტევები მიდის საქართველოს წინააღმდეგ, მუქარები. ბევრჯერ გვისაუბრია, რომ ვიდრე არ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი საფრთხეები არსებობს. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. განცხადებებს თუ ვნახავთ, ყველა მათი განცხადება ტყუილით არის გაჯერებული. ყოველთვის შანტაჟი, მუქარა! ჯერ იყო კანდიდატის სტატუსით გვემუქრებოდნენ, გვაშანტაჟებდნენ. შემდეგ მოლაპარაკების გახსნა-არ გახსნა, შემდეგ ვიზალიბერალიზაცია. ამ ტიპის ქმედებების ფონზე, დანიშნულ შეხვედრას რომ აუქმებენ გასაკვირი არ არის“, – აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა, რომელიც მხარეებს შორის შეთანხმებისამებრ 2025 წლის 21 ნოემბერს, ბრიუსელში იყო დაგეგმილი, ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი პესკოვი პუტინი-ფაშინიანის საუბარზე – ხაზი გაესვა სომხეთში რეფერენდუმის, რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობას, რათა განისაზღვროს, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა

ეროვნული ბანკი – ბანკები გააგრძელებენ „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად