რუბიო: ში მყარი მშვიდობის მიღწევა ორივე მხარისგან მოითხოვს „რთულ, მაგრამ აუცილებელ დათმობებს“

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ში ომის დასასრულებლად „პოტენციური იდეების სიის“ და ომის მონაწილე ორივე მხარის მიერ დათმობების აუცილებლობის შესახებ განაცხადა იმ ფონზე, როცა მედია აქტიურად აშუქებს ვაშინგტონის ახალ გეგმას უკრაინისთვის მიუღებელი პირობებით.
სახელმწიფო მდივანმა 20 ნოემბერს სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ისეთი რთული და სასიკვდილო ომის შესაწყვეტად, როგორიც უკრაინაში ომია, საჭიროა სერიოზული და რეალისტური იდეების ფართოდ გაცვლა და სწორედ ამიტომ კონფლიქტის ორივე მხარის მოსაზრებებზე დაფუძნებით ამუშავებს „პოტენციური იდეების სიას“ და მის დამუშავებას გააგრძელებს.
რუბიოს თანახმად, „მყარი მშვიდობის მიღწევა ორივე მხარისგან მოითხოვს რთულ, მაგრამ აუცილებელ დათმობებს“.
ინფორმაცია უკრაინაში ომის დასასრულებლად შეერთებული შტატების გეგმის შესახებ 18 ნოემბერს პირველმა გაავრცელა ამერიკულმა გამოცემა Axios-მა.
მეორე დღეს ამ და კიდევ რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის Reuters-მა და Financial Times-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ გეგმის პუნქტებს შორისაა უკრაინის მიერ სთვის დონბასის დათმობა, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, რომელთა ნაწილიც ს მიერაა ოკუპირებული, ფრონტის ხაზის გაყინვა, უკრაინის არმიის რიცხოვნობის ორჯერ შემცირება, უკრაინაში მეორე სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადება და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი ეპარქიისთვის ოფიციალური სტატუსის დაბრუნება.
ტელეკომპანია NBC News-ი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მომზადებულ გეგმას მხარი დაუჭირა.
წყაროს თანახმად, ამერიკული მხარე 28-პუნქტიან გეგმაზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საიდუმლოდ მუშაობდა რუსეთის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევსა და უკრაინის ოფიციალურ პირებთან კონსულტაციით.
NBC-ს წყაროს ცნობითვე, გეგმა, რომელზეც მუშაობდნენ -ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, მიმართულია იმისკენ, რომ მყარი მშვიდობის უზრუნველსაყოფად ორივე მხარეს ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტიები.
გამოცემა Financial Times-ის წყაროთა ცნობით, გეგმა უკვე გაეგზავნა უკრაინულ მხარეს, რომლისთვისაც შეთავაზებული პირობები მიუღებელია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მ 19 ნოემბერს განაცხადა, რომ მოსკოვს ოფიციალური არხებით არ მიუღია არანაირი გეგმა, რომლის შესახებაც მედია წერს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სეს – თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, 9-ში კი ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, სხვა შემთხვევებში, ხიზილალისა და თევზის საწარმოებში იყენებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ საღებავებს და ეტიკეტი შეიცავს ინფორმაციას საკვებდანამატებზე

ლევან მახაშვილი – დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში და თუ არ ჰქონდათ ერთი ადგილი, რომ მიეღოთ ეს ქვეყნები, მაშინ თამამად შეეძლოთ სხვა ადგილი გამოეყოთ – ეს არის საბაბი, საბავშვო ბაღია, რაც ბრიუსელის მხრიდან ვნახეთ