„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ სააპელაციო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვებას გმობს

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ სააპელაციო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვებას გმობს, – განცხადებას „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) ავრცელებს.
„IPI მკაცრად გმობს სააპელაციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას, რომელმაც ძალაში დატოვა IPI-ს წევრისა და მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელის, მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი ორი წლით თავისუფლების აღკვეთის სასჯელი. „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას აგრძელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლითაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება