ტრამპმა უკრაინის შესახებ 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა დაამტკიცა

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის შესახებ 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა დაამტკიცა. ინფორმაციას NBC News-ი თეთრი სახლის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკული ტელეარხის ინფორმაციით, გეგმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელთან კირილ დმიტრიევთან და უკრაინელ მაღალჩინოსნებთან კონსულტაციის შედეგად შეიქმნა.
თეთრი სახლის მაღალჩინოსნის განცხადებით, გეგმის შედგენაში ტრამპის სპეცწარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი მონაწილეობდნენ.
„გეგმის საკვანძო ნაწილს ორივე მხარისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა წარმოადგენს, რათა გრძელვადიანი მშვიდობა შენარჩუნდეს. ის გულისხმობს აგრეთვე მყარი მშვიდობის მისაღწევად უკრაინისთვის იმის გადაცემას, რაც მას სჭირდება“, – ციტირებს ტელეარხი ამერიკელ მაღალჩინოსანს.
ამერიკელმა ჩინოვნიკმა გეგმის დეტალები არ გაამხილა, თუმცა აღნიშნა, რომ ის ჯერ დახვეწას და საკვანძო მხარეების მიერ განხილვას საჭიროებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?