ელენე ცხვარაძე სწავლას სამაგისტრო პროგრამაზე საფრანგეთში, Université Grenoble Alpes-ში განაგრძობს

ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული ელენე ცხვარაძე სწავლას სამაგისტრო პროგრამაზე საფრანგეთში, Université Grenoble Alpes-ში მიკრობიოლოგიის, ინფექციურ დაავადებების და იმუნოლოგიის მიმართულებით აგრძელებს.
ვეტერინარიის პროგრამის დასრულების შემდეგ, ელენე მუშაობდა განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების კვლევაზე და სწორედ აქ ჩამოყალიბდა მისი ინტერესი ინფექციური დაავადებების მიმართულებით.
კვლევა გულისხმობს დაკვირვებას, თუ როგორ ახდენს ტოქსოპლაზმა მასპინძლის უჯრედებში გენის ექსპრესიის ეპიგენეტიკურ მოდულაციას სეკრეცირებული ეფექტორული ცილების საშუალებით, რაც საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიგოთ პარაზიტის გადარჩენის მექანიზმები და ქრონიკული ინფექციის ჩამოყალიბების პროცესი.