უზენაესმა სასამართლომ გიორგი ოკმელაშვილის საჩივარი განსახილველად არ მიიღო

უზენაესმა სასამართლომ გიორგი ოკმელაშვილის საჩივარი განსახილველად არ მიიღო.
საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს განსახილველად დასაშვებობის კრიტერიუმებს.
საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით არის მიღებული.
28 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ძალაში დატოვა სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გამოძიების მტკიცებით, გიორგი ოკმელაშვილმა 13 მაისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.
2024 წლის 17 მაისს გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
15 იანვარს, გამართულ სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა ოკმელაშვილისთვის მოითხოვა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალებების შენახვა) წაყენებული ბრალის მოხსნა, რასაც პროკურორი დაეთანხმა.
2025 წლის 24 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ოკმელაშვილს ე.წ. რისკის სახე დაუმძიმეს და საშიშროების “საშუალო რისკი” – “მომატებული რისკით” შეუცვალეს.
ფორმულას გიორგი ოკმელაშვილის ადვოკატმა უთხრა, რომ თავდაპირველი ბრძანებით, გიორგი ოკმელაშვილი ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში უნდა გადაეყვანათ, თუმცა, “შემთხვევით გაიგეს”, რომ ის დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე – ადამიანები გუშინ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისა და სამართალდამცავების შეურაცხყოფისთვის დააკავეს – სასამართლოში გექნებათ საშუალება, მოისმინოთ არგუმენტები

სიმონ ჯანაშია – ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე კითხვა უნდა დავსვათ ასე: რატომ ახლა, პასუხი მარტივია: პოლიტიკური მიკერძოებულობის გამო – ცნობილი კაციჭამია რომ გასამართლდეს, იქაც გაჩნდება კითხვა, რადგან სასამართლო გვაქვს უსამართლო