რომელი ბრენდების ღირებულება გაიზარდა 2025 წელს ყველაზე მეტად?

გლობალურ ეკონომიკაში არსებული გაურკვევლობის მიუხედავად, მსოფლიოს წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა 2025 წელს ბრენდები კიდევ უფრო გააძლიერეს და მათი ღირებულება მნიშვნელოვნად გაზარდეს. ამას ხელი ს მიმართულებით ინოვაციებმა, ციფრული ეკოსისტემის გაფართოებამ და ინვესტორთა ნდობის ზრდამ შეუწყო.
Brand Finance-ის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ ტოპ-10 ბრენდს, რომლებმაც 2024-2025 წლებში ღირებულებას ყველაზე მეტი შემატეს. 2024 წელთან შედარებით ამ 10 ბრენდის ღირებულება 450 მილიარდ დოლარზე მეტით არის გაზრდილი. სიაში კი ტექნოლოგიური გიგანტები დომინირებენ.
რეიტინგის ლიდერი Microsoft-ია, რომლის ბრენდის ღირებულება ერთ წელში 120.6 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ეს ზრდა, სავარაუდოდ, ს ინსტრუმენტების, მათ შორის Copilot-ის, დანერგვით იყო განპირობებული.
მას რეიტინგში სხვა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები – Google-ი და Apple-ი – მოჰყვებიან, რომლებმაც ბრენდის ღირებულება, შესაბამისად, 79.5 მილიარდი და 57.9 მილიარდი დოლარით გაზარდეს. Google-მა სარეკლამო შემოსავლების ძლიერი ზრდით ისარგებლა, Apple-მა კი გაფართოებული სერვისებისა და პროდუქტების ეკოსისტემის წყალობით მდგრადობა შეინარჩუნა.
სიაში ყველაზე სწრაფად მზარდი ბრენდი Nvidia-ა, რომლის ღირებულება 2024 წელთან შედარებით 43.4 მილიარდი დოლარით, 97.5%-ით გაიზარდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის ჩიპებსა და მონაცემთა ცენტრის ტექნოლოგიებში თავისი დომინირება განამტკიცა.
საცალო ვაჭრობის სფეროში მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირეს Walmart-მა და Amazon-მა. Amazon-მა, რომელიც თავისი ბიზნესების ქოლგის ქვეშ აერთიანებს როგორც ტექნოლოგიებს, ასევე საცალო ვაჭრობას, ბრენდის ღირებულება 47.5 მილიარდი დოლარით გაზარდა. Walmart-ის ბრენდის ღირებულება კი 40.3 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ბრენდის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა TikTok-ის შემთხვევაშიც (21.6 მილიარდი დოლარი).
ვრცლად forbes.ge-ზე