იტალია გერმანიას გადასცემს „ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქებაში ეჭვმიტანილ უკრაინელს

იტალიის უმაღლესმა საკასაციო სასამართლომ დაადასტურა სასამართლოს ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილება, რომ გაზადენების, „ჩრდილოეთის ნაკადი“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის აფეთქებებში ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე სერგეი კუზნეცოვი გერმანიას უნდა გადაეცეს.
სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებს 19 ნოემბერს აცნობა კუზნეცოვის ადვოკატმა ნიკოლა კანესტრინიმ. ექსტრადიცია 10 დღის ვადაში უნდა განხორციელდეს.
49 წლის სერგეი კუზნეცოვს გერმანიაში ბრალს წაუყენებენ აფეთქებებში თანამონაწილეობისა და კონსტიტუციური წყობის საწინააღმდეგო ქმედებების მუხლებით.
გერმანელი გამომძიებლების ვერსიით, კუზნეცოვი ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელმაც 2022 წლის შემოდგომაზე ბალტიის ზღვაში ააფეთქა გერმანია-ს დამაკავშირებელი გაზსადენები „ჩრდილოეთის ნაკადი“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“.
უკრაინის მოქალაქე სერგეი კუზნეცოვი 2025 წლის ზაფხულში იტალიაში დააკავეს გერმანიის მოთხოვნით.
BBC-ს ინფორმაციით, ექსტრადიციის შესახებ იტალიის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ კუზნეცოვის ადვოკატმა ნიკოლა კანესტრინიმ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს განტევების ვაცად გრძნობს და იმედგაცრუებულია, რომ უკრაინის მთავრობამ არ დაიცვა და ისიც კი არ დაადასტურა, რომ აფეთქებების დროს უკრაინის არმიაში მსახურობდა.
„ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქებაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი უკრაინელი, 46 წლის ვოლოდიმირ ჟურავლიოვი 2025 წლის სექტემბერში პოლონეთში დააკავეს. პოლონეთის სასამართლომ უარი თქვა ეჭვმიტანილის გერმანიაში ექსტრადიციაზე.
ში ს არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ნახევარი წლის შემდეგ, 2022 წლის სექტემბერში ბალტიის ზღვაში, დანიის კუნძულ ბორნჰოლმის მახლობლად მომხდარმა აფეთქებებმა „ჩრდილოეთის ნაკადის“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენები დაანგრია. ოთხიდან სამი ქსელიდან გაზმა გაჟონა და ამ მილსადენებით რუსული გაზის ტრანსპორტირება შეუძლებელი გახდა.
გერმანიის და -ის რამდენიმე ავტორიტეტიანი გამოცემის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, აფეთქებები უკრაინის ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული. კიევს პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია.
ფორუმი