ვინ გადაიღო ფოტო შედევრი, რომელმაც მსოფლიო მოიცვა – “ძალიან მიყვარს ადამიანისა და მზის კონტრასტი”

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლებ­ში დიდი მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი გახ­და სა­ო­ცა­რი ფოტო სა­ხელ­წო­დე­ბით “იკა­რო­სის და­ცე­მა”, რო­მე­ლიც ას­ტრო ფო­ტოგ­რაფ­მა ენ­დრიუ მა­კკარ­ტიმ გა­და­ი­ღო.

შთამ­ბეჭ­დავ სუ­რათ­ზე “სკა­იდ­რა­ი­ვე­რი” და მუ­სი­კო­სი გაბ­რი­ელ ბრა­უ­ნია გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც უზარ­მა­ზა­რი მზის დის­კის ფონ­ზე დე­და­მი­წის­კენ მი­ე­ქა­ნე­ბა. “გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზუს­ტი და­გეგ­მვა და ტექ­ნი­კუ­რი სი­ზუს­ტე იყო სა­ჭი­რო, რათა 1,070 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გად­მომხტარ გაბ­რი­ელს კოს­მოს­ში ვარ­დნის ილუ­ზია შე­ექ­მნა” – გა­ნა­ცხა­და მა­კკარ­ტიმ, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად მზის ფო­ტო­ებ­ზე სპე­ცი­ა­ლი­ზირ­დე­ბა.

იმი­სათ­ვის, რომ მზეც და ბრა­უ­ნიც სა­ჭი­რო ფო­კუს­ში მოხ­ვედ­რი­ლიყ­ვნენ, ფო­ტოგ­რაფ­მა კა­მე­რა მი­წა­ზე თით­ქმის 3.2 კმ მან­ძილ­ზე გა­ნა­თავ­სა, მას მხო­ლოდ წა­მი­ე­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და სა­ჭი­რო კად­რის გა­და­სა­ღე­ბად, თუმ­ცა შე­დე­გებ­მა მო­ლო­დინს ბევ­რად გა­და­ა­ჭარ­ბა, “იკა­რო­სის და­ცე­მა” სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და, სა­დაც კოს­მო­სი­სა და ფო­ტო­გა­და­ღე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის დიდი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

“ძა­ლი­ან მიყ­ვარს მცი­რე ადა­მი­ა­ნის და ჩვე­ნი გი­გან­ტუ­რი, დი­ნა­მი­უ­რი ვარ­სკვლა­ვის კონ­ტრას­ტი. სწო­რედ ეს და­პი­რის­პი­რე­ბა აძ­ლევს ფო­ტოს გან­სა­კუთ­რე­ბულ და ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტურ ში­ნა­არს — თით­ქოს მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი სიმ­ცი­რი­სა, კა­ცობ­რი­ო­ბას უამ­რა­ვი რამ შეგ­ვიძ­ლია” – დას­ძი­ნა ფო­ტო­ხე­ლო­ვან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

წყა­რო