“არ შეიძლება მოურინიოს ასე მოექცე” – კაპელომ პორტუგალიელი დაიცვა

იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო “რომას” გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, გუშინ, 16 იანვარს, “ჯალოროსიმ” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა.
კაპელოს თქმით, “მგლებისგან” ამგვარი საქციელი მიუღებელია.
“ამერიკელები პრობლემებს უცნაური გზებით აგვარებენ, გასულ ზაფხულს პაოლო მალდინი “მილანიდან” სატელეფონო ზარით გაათავისუფლეს. არ შეიძლება მოურინოს მსგავს სპეციალისტს ასე მოექცე.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ პორტუგალიელს სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობა სურდა, თუმცა მოთხოვნები არ დაუკმაყოფილეს. ასეთ დამოკიდებულებას არ ვეთანხმები”, – განაცხადა კაპელომ.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “რომას” სულ მალე კლუბის ყოფილი ლეგენდა დანიელე დე როსი ჩაიბარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში