სააკაშვილის ხელისუფლება გარედან დაგვისვეს ე.წ. ვარდების რევოლუციის საფუძველზე, როდესაც „ენჯეოშნიკების“ მეშვეობით მოაწყვეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, დღესავით ნათელია, რომ საქმე გვქონდა გააზრებულ ღალატთან და ეს ღალატი ჩადენილი იქნა გარე ძალების კარნახით

სააკაშვილის ხელისუფლება გარედან დაგვისვეს ე.წ. ვარდების რევოლუციის საფუძველზე, როდესაც „ენჯეოშნიკების“ მეშვეობით მოაწყვეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, დღესავით ნათელია, რომ საქმე გვქონდა გააზრებულ ღალატთან და ეს ღალატი ჩადენილი იქნა გარე ძალების კარნახით
სააკაშვილის ხელისუფლება გარედან დაგვისვეს ე.წ. ვარდების რევოლუციის საფუძველზე, როდესაც „ენჯეოშნიკების“ მეშვეობით მოაწყვეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, დღესავით ნათელია, რომ საქმე გვქონდა გააზრებულ ღალატთან და ეს ღალატი ჩადენილი იქნა გარე ძალების კარნახით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, სამშობლოს ღალატის შესახებ ნორმების ამოღების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტში აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე შევიდა და მიღებულ იქნა აგვისტოს ომის დასრულებიდან დაახლოებით ორ თვეში, რაც კიდევ ერთი დასტურია, რომ მათ გააზრებული ჰქონდათ ღალატი.
„იმდენად ხელის გულზე იდო ყველაფერი, რაც ხდებოდა ცხინვალის რეგიონში და არა მხოლოდ. ვიცით, როგორ განვითარდა მოვლენები აფხაზეთში, როდესაც ზემო უწოდეს კოდორის ხეობას, როდესაც იქ შეიყვანეს კონკრეტული შენაერთები, რაც დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ. მარტივი გასათვლელი იყო, სადამდე მივიდოდა ეს პროცესები. კიდევ უფრო მძიმედ ვითარდებოდა პროცესები ცხინვალის რეგიონში. ეს იყო გამოცხადებული ღალატის ქრონიკა. ისინი სჩადიოდნენ ამას მიზანმიმართულად, ღალატით.
აქ ჩანდა, რომ იყო გარე ძალების კარნახი. სააკაშვილის ხელისუფლება გარედან მოიყვანეს, გარედან დაგვისვეს ე.წ. ვარდების რევოლუციის საფუძველზე, როდესაც „ენჯეოშნიკების“ მეშვეობით მოაწყვეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, სგან დამოუკიდებლად. ნაბიჯს არ დგამდა სააკაშვილი გარე კარნახის გარეშე, შესაბამისად, დღესავით ნათელია ის, რომ საქმე გვქონდა გააზრებულ ღალატთან და ეს ღალატი ჩადენილი იქნა გარე ძალების კარნახით. ცნობილი ამბავია სამშობლოს ღალატის შესახებ ნორმების ამოღების თაობაზე. ეს ცვლილება დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში ერთი თუ ორი თვით ადრე აგვისტოს ომამდე და მიღებულ იქნა აგვისტოს ომის დასრულებიდან დაახლოებით ორ თვეში. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მათ გააზრებული ჰქონდათ ღალატი. იმიტომ, რომ თავად ეშინოდათ სასჯელის, იმის გამო, რაც ჩაიდინეს. ამ სამშობლოს ღალატის ნაწილი იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შექმნაც“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი მარტა კოსის განცხადებაზე – ევროპულ ბიუროკრატიაში პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას

სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ხარჯზე, მათ შეისყიდეს სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები, შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ – წინა ხელისუფლების პოლიტიკა იყო სრულად მოღალატეობრივი, ჩვენ – ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს