პრემიერი მარტა კოსის განცხადებაზე – ევროპულ ბიუროკრატიაში პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას
ასეთი მოცემულობა გვაქვს ჩვენ ევროპული ბიუროკრატიის შემთხვევაში – პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად “იმედი ლაივის” ეთერში აღნიშნა.
მისივე თქმით, აღნიშნული თანხები ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობის 5 სხვადასხვა მცდელობას NGO-ების მეშვეობით.
“ჩვენ ვიცით, რას ხმარებოდა ეს ფული, წინა ადმინისტრაციის პირობებში -ამერიკული ფული და წინა და მოქმედი ევროპული ბიუროკრატიის პირობებში ეს ფული რას ხმარდება. ეს იყო რევოლუციის მოწყობის 5 სხვადასხვა მცდელობა, სწორედ, ამ NGO-ების მეშვეობით, ვისაც უწოდებენ სამოქალაქო საზოგადოებას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის აბსოლუტურად მახინჯი ტერმინი, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს რეალობასთან. არ არსებობს სამოქალაქო და არასამოქალაქო საზოგადოება. ასეთი რამ არ არსებობს. როდესაც შენ აბსურდული ტერმინით ცდილობ, ფონს გახვიდე, ესეც მეტყველებს იმაზე, რომ შენ გაქვს მანკიერი განზრახვა სხვადასხვა მიმართულებით. პირდაპირი აღიარებაა ეს ყველაფერი, რომ მათ უნდათ, კიდევ ერთხელ სცადონ აქ არეულობის მოწყობა, ამისათვის უნდათ შავი ფული შემოიტანონ. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას, როგორც ამას ვაკეთებდით წარმატებით წარსულში, ასევე გავაკეთებთ წარმატებით მომავალშიც,“- განაცხადა პრემიერმ




