-ს ცნობით, დღევანდელ საპროტესტო მარშზე 13 ადამიანი დააკავეს

სინდისის პატიმარ მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე პოლიციამ 13 ადამიანი დააკავა. ამასთან დაკავშირებით -მ განცხადება გაავრცელა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 19 ნოემბერს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად აქციის 13 მონაწილე დააკავეს.

დაკავებული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს”, – წერს შსს.
მანამდე, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ფორმულას ეწერა, რომ დაკავებული იყო აქციის 15 მონაწილე, თუმცა, მოგვიანებით, შსს-მ 13 დაკავებულის შესახებ დაწერა.
ასევე, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, როგორ აკავებდა პოლიცია, ძალის გამოყენებით, პროტესტის მონაწილეებს.
დღეს პატიმრობაში მყოფი მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა – მონაწილეები მელიქიშვილის გამზირზე შეიკრიბნენ, სადაც ზუსტად ერთი წლის წინ მათე დევიძე დააკავეს.