– რიგგარეშე თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ოპოზიცია – არჩევნების ჩატარებას ვგეგმავთ 2028 წლის 28 ოქტომბერს, როგორც ეს კონსტიტუციითაა დადგენილი

ჩვენ კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვგეგმავთ ს ჩატარებას 2028 წლის 28 ოქტომბერს, როგორც ეს არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ საჯაროდაც აღიარა, რომ რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას.
“ერთი რამ გააცნობიერეს, რაც ძალიან კარგია, – უკვე აღარც ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს, უფრო მეტიც, საჯაროდაც აღიარეს, რომ რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას. ხედავენ, როგორია არჩევნების შედეგები. ხვალ რომ ჩატარდეს, ერთ თვეში, ორ თვეში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები თეორიულად, ჩვენ ავიღებთ კონსტიტუციურ უმრავლესობას. ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია, რაც მათ არ აწყობთ. ამიტომ კიდევ ერთხელ თვითონაც აღიარებენ, რომ მათ ინტერესებში საერთოდ აღარ არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ამის მიუხედავად, სუბიექტური თეორიული ინტერესის მიუხედავად, კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არჩევნები ჩატარდება კონსტიტუციით დადგენილ ვადებში, კერძოდ, 2028 წლის 28 ოქტომბერს”,- განაცხადა პრემიერმა „იმედი ლაივის“ ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა