თამთა ჭიღლაძე: ეს გახსოვთ? თამაშიდან დაბრუნებულებს როგორ დაგხვდათ ერი? წაგებულები დაბრუნდით მაგრამ ისე დაგხვდით როგორც გამარჯვებულებს… (ვიდეო)

მოქალაქე თამთა ჭიღლაძე:
ეს გახსოვთ? თამაშიდან დაბრუნებულებს როგორ დაგხვდათ ერი? წაგებულები დაბრუნდით მაგრამ ისე დაგხვდით როგორც გამარჯვებულებს, ქუჩები რომ გადავსებული იყო გულშემატკივრებით, მთელი მსოფლიო რომ გაკვირვებული იყო წაგებულებს როგორ ხვდებიან და გამარჯვების დროს რას იზამენო?
ხალხი ბოლო თეთრს ხარჯავდა რომ “გეი” ევროპაში თქვენს საგულშემატკივროდ წამოსულიყო, პირადად ჩემმა ახლობელმა ორი თვის ხელფასი გადადო რომ თქვენთან ყოფილიყო, თქვენ კიდე ორი წინადადების თქმა არ გინდათ ამ უსამართლობაზე, თქვენი გულშემატკივრები ახლა ციხეში არიან ოთხ კედელში, სადაც გათბობაც არ აქვთ და იყინებიან, ტარაკნებიან საჭმელს ჭამენ და ალბათ ერთი წვეთი იმედიც შერჩათ იმის რომ ამ ჭაობიდან ოდესმე ამოვალთ, რომ ტყუილად არ იკარგება მათი წუთები ქოცების ტყვეობაში
თქვენ რომ ცხოვრობთ გეი ევრიპაში კარგია? ცივილიზაცია კარგია? ადამიანის სიცოცხლე რომ ფასობს კარგია? აქ გამწარებულ შვილმკვდარ დედას სიმართლისთვის ბრძოლა უწევს, რომ მისი შვილის მკვლელი დაისაჯოს, ორი დღის წინ მიწას მიაბარა და მესამე დღეს საქმე დაუხურეს, აქ ნიღბების გამო ხალხს იჭერენ, ონკოპაციენტებს წამალი არ აქვთ იცით? და შშმ პირებს სერვისები შეეზღუდათ, უკვე განათლებასაც ზღუდავენ, არ უნდათ განათლებული ერი, ჩამყაყებული, მოძალადე და ნარკომანი ახალგაზრდობა ურჩევნიათ 24/7 ზე პარკებში და სადარბაზოებში, რომ იქექებიან რამე თუ დაუტოვეს ისევ თავისნაირებმა
ახლა არ დაიწყოთ სპორტი და პოლიტიკა გავმიჯნოთო, როცა ყველა სპორტსმენი მოხიკეთ და პარლამენტში შეყარეთ
ნამუსიც კაი საქონელია