გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის მეტროსთან მოძრაობა ფარის წევრი დავით გუნაშვილი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.
დავით გუნაშვილი პროტესტის აქტიური მონაწილეა.
დღეს პატიმრობაში მყოფი მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა – მონაწილეები მელიქიშვილის გამზირზე შეიკრიბნენ, სადაც ზუსტად ერთი წლის წინ მათე დევიძე დააკავეს.




