ნიუ იორკ თაიმსის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლება ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ვენესუელის ლიდერ ნიკოლას მადუროსთან, რომლის ფარგლებშიც მადურომ ამერიკულ კომპანიებს ნავთობზე წვდომა შესთავაზა.
გამოცემის თანახმად, თავად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნაწილობრივ აღიარა მოლაპარაკებების არსებობა, რაც, მისი თქმით, შესაძლოა შეეხებოდეს მადუროსთან გარკვეულ კონტაქტებს.
ვენესუელის ოფიციალური პირების ინფორმაციით, მადურო შესაძლოა მზად იყოს თანამდებობის დატოვებისთვის ორ-სამწლიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ.
ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა კარიბის ზღვის აუზში ამერიკული ავიამზიდის განთავსების შემდეგ დაამტკიცა დამატებითი სამხედრო ზომები, რაც ვენესუელაზე ზეწოლის გაზრდასა და ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანიის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
ტრამპმა ასევე დაამტკიცა გეგმები, რომლებიც კავშირშია ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ფარულ ოპერაციებთან ვენესუელაში. „სამხრეთის შუბის“ სახელით ცნობილი ოპერაცია კარიბის ზღვის აუზში ამერიკული საზღვაო ძალების მასიურ განლაგებას მოიცავს და მასშტაბით ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი კრიზისული სამხედრო მოქმედება გახდა, კუბის სარაკეტო კრიზისსა და 1962 წლის ბლოკადას შეადარებენ.




