იმართება მათე დევიძის მხარდამჭერი მარში – პოლიცია მათ გზაზე გადასვლის უფლებას არ აძლევს

დედაქალაქში იმართება პატიმრობაში მყოფი 21 წლის მათე დევიძის მხარდამჭერი მსვლელობა. მისი მეგობრები და მხარდამჭერები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ.
მსვლელობა 20:00 საათის შესრულების შემდეგ დაიძრა პარლამენტის მიმართულებით. შეკრებიდან მალევე დააკავეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან ხუსკივაძე.
დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მსვლელობის მონაწილეები მელიქიშვილის ქუჩაზე, სასტუმრო საქართველოსთან იყვნენ შეჩერებულები. სწორედ ამ ადგილზე დააკავეს მათე დევიძე ზუსტად ერთი წლის წინ.
ისმმოდა შეძახილები „მათე დევიძე“.
მათ პოლიცია არ აძლევთ გზის სავალ ნაწილზე გადასვლის შესაძლებლობას – გავლებული აქვთ ცოცხალი კორდონი.
მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს დააკავეს, ს შედეგების – რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი არ აღიარებს – წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
პროკურატურის მტკიცებით, ის მელიქიშვილის გამზირზე „მოულოდნელად დაესხა თავს ჯოხის მსგავსი საგნით“. მას პროკურატურა სამი პოლიციელისთვის (ლევან კოდელაშვილი, გიორგი ესტატეშვილი, ბიძინა ჟამერაშვილი) ჯოხის დარტყმას ედავებოდა – პროკურატურამ სამივეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. მათე დევიძის პოზიციაა, რომ ჯოხი თავდაცვის მიზნით მოიქნია.
მათე დევიძეს 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პატიმრობა მიუსაჯა 4 წლითა და 6 თვის ვადით.
ფორუმი