კიდევ ერთი შეხვედრა პრემიერმა კომპანია “ტაკას” ხელმძღვანელთან გამართა. განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი და საქართველოში კომპანიის ინვესტიციების გაფართოების შესაძლებლობა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, განახლებადი ენერგეტიკის განვითარება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ტაკა არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის შემოსავალმა 2023 წლის პირველ ნახევარში 3 მილიარდ 670-თ მილიონ დოლარამდე შეადგინა. დღესვე დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე, სახელწოდებით “ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი მომავალი”. პანელის მოდერატორი იუსეიდის ადმინისტრატორი სამანტა პაუერი იქნება.
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანის.
“ტრადიციულად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყოველთვის იყენებს ამ შესაძლებლობას, რომ ერთის მხრივ, მან გამართოს პოლიტიკური შეხვედრები, ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოთი დაინტერესებულ კომპანიებს და ბიზნეს წარმომადგენლებს შეხვდეს. წელსაც, პრემიერი ორივე განზომილებაში გამართავს შეხვედრებს. იქნება პოლიტიკური შეხვედრები, პარალელურად, იქნება შესაძლებლობა მან მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში, რომელიც ეხება, როგორც ევროპას და არსებულ გამოწვევებს ზოგადად.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება, როგორც ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანამ. მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანამ, რომელმაც მოიპოვა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მის მიმართ გაზრდილია ძალიან დიდი ინტერესი სხვადასხვა საერთაშორისო ბიზნეს კომპანიების მხრიდან. ჩვენი ქვეყანა საინვესტრიციო თვალსაზრისით, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა,” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.