“საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორია” აცხადებს, რომ სახელმწიფო უზღუდავთ არქივებზე მუშაობას, რაც საბჭოთა, ტოტალური წარსულის კვლევას ართულებს. მკვლევრები ამბობენ, რომ რამდენიმე თევა დაკეტილია შსს-ს არქივი.
“საქართველოს ეროვნული არქივი, შსს-ს არქივი, ყოფილი კგბ-ს არქივი, ეს არის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქვი, ამ არქივებში წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ სახელმწიფო აწესებდა შეზღუდვებს, რომლებმაც უკვე დღევანდელი მდგომარეობით, ერთობლიობაში შექმნა სიტუაცია, რომლის დროსაც, ფაქტობრივად, უაღრესად გართულებულია არქივებში მკვლევართათვის მუშაობა. ყოველგვარ ეჭვგარეშეა, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფოს პოლიტიკასთან, რომ საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის კვლევა, იყოს რაც შეიძლება რთული”, – ამბობს მკვლევარი, გიორგი კანდელაკი.
მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ არ მიეცათ საშუალება ენახათ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პარტიული უჯრედის დოკუმენტები 70-იანი და 80-იანი წლების – “გასაგებია რატომ ხომ?! დღევანდელი სისტემა უფრთხილდება საბჭოთა კგბ-ს პერსონალის შესახებ ინფორმაციას”.
მისივე თქმით, საუბარია ოფიციალურ პერსონალზე, რომლებიც ამ სტრუქტურაში მუშაობდნენ და არა აგენტებსა და ინფორმატორებზე.