ლიეტუვა საჰაერო ბუშტებთან დაკავშირებული ინციდენტების შემდეგ ბელარუსთან საზღვარს ვადაზე ადრე ხსნის, – ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT-ი ავრცელებს.
ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრის, ვლადისლავ კონდრატოვიჩის ცნობით, ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომლებიც ბელარუსიდან კონტრაბანდის გადამტანი საჰაერო ბუშტების ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შეფრენის გამო 29 ოქტომბერს ერთი თვით დაიხურა, 20 ნოემბერს გაიხსნება.
კონდრატოვიჩის განცხადებით, გარემოებები შეიცვალა და შიდა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საზღვარზე დაწესებული შეზღუდვები საჭირო აღარ არის.
ამასთან, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგა რუგინინემ აღნიშნა, რომ თუ საჰაერო ბუშტებთან დაკავშირებით ვითარება კვლავ გაუარესდება, მაშინ ლიეტუვა საზღვარს ისევ დახურავს.




