გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს ახალი გამარჯვებების იმედი დაუბრუნა, ამ სეზონში, ყვითელი ფორმით, ესპანურ კლუბ ვილიარეალში ასპარეზობს. ნოემბერი განსაკუთრებული თვეა როგორც ბომბარდირისთვის, ისე ყველა ქართველი ფანისთვის: გუნდი ჩაატარებს ექვს შეხვედრას, მათ შორის ოთხს ესპანეთში, ერთს კვიპროსზე და ერთს გერმანიაში. ეს ნიშნავს, რომ წინ გველის ემოციებით სავსე მატჩები, განსხვავებული ქალაქები და ახალი შესაძლებლობები, ბომბარდირის თამაშს ახლოდან ვუყუროთ.
თუ გეგმავ მოგზაურობას მიქაუტაძის მხარდასაჭერად, დაგჭირდება არა მხოლოდ თამაშის ბილეთი, არამედ საიმედო ინტერნეტ კავშირი, რათა ემოციები პირდაპირ ტრიბუნიდან გაუზიარო მეგობრებსა და ოჯახის წევრებს საქართველოში. სწორედ ამიტომ, mobineX გთავაზობს სწრაფ და ხელმისაწვდომ ინტერნეტ პაკეტებს, რომლებიც ესპანეთში, კვიპროსსა თუ გერმანიის ნებისმიერ ქალაქში მოგზაურობას უფრო კომფორტულსა და მარტივს გახდის.
ვილიარეალის ნოემბრის თამაშების განრიგი:
1 ნოემბერი – Villarreal vs Rayo Vallecano
· ადგილი: Estadio de la Cerámica, ვილიარეალი, ესპანეთი
5 ნოემბერი – Pafos vs Villarreal
· ადგილი: Stelios Kyriakides Stadium, პაფოსი, კვიპროსი
9 ნოემბერი – Espanyol vs Villarreal
· ადგილი: RCDE Stadium, ბარსელონა, ესპანეთი
23 ნოემბერი – Villarreal vs Mallorca
· ადგილი: Estadio de la Cerámica, ვილიარეალი, ესპანეთი
26 ნოემბერი – Dortmund vs Villarreal
· ადგილი: Signal Iduna Park, დორტმუნდი, გერმანია
30 ნოემბერი – Real Sociedad vs Villarreal
· ადგილი: Reale Arena, სან სებასტიანი, ესპანეთი
mobineX თითოეული ქვეყნისთვის შესაბამის ინტერნეტ პაკეტს გთავაზობს.
ვილიარეალის მატჩების უმეტესობა ესპანეთში ტარდება. ვალენსია, ბარსელონა და სან სებასტიანი ის ქალაქებია, სადაც გულშემატკივრებს შეუძლიათ შეხვდნენ ბომბარდირს.
mobineX-ის ესპანეთის პაკეტები იდეალურია როგორც მოკლევადიანი ვიზიტებისთვის, ისე ხანგრძლივი მოგზაურობისთვის:
· პაკეტები 1GB-დან 30GB-მდე, ასევე ულიმიტო დღიური ინტერნეტი.
· მოქმედების ვადა: 3 – 30 დღე.
· ხელმისაწვდომია როგორც eSIM, ისე ფიზიკური SIM.
· მცირე GB-იანი პაკეტი შესაფერისია რუკებისთვის, მესენჯერებისთვის და სოციალური ქსელებისთვის.
· დიდი მოცულობის პაკეტები იდეალურია ვიდეოების ან ლაივების ატვირთვისთვის.
თუ საფეხბურთო ქალაქ, დორტმუნდში გადაწყვეტთ თამაშზე დასწრებას, ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის mobineX გთავაზობთ გერმანიის პაკეტებს:
· ულიმიტო დღიური ინტერნეტი ერთი ან ორი დღის ვიზიტისთვისაა იდეალური.
· ფიქსირებული მოცულობის პაკეტები 1GB-დან 30GB-მდე.
· სტაბილური კავშირი სტადიონზე, სასტუმროში ან ქალაქში გადაადგილებისას.
თუ მიქაუტაძის მხარდასაჭერად კვიპროსზე მიემგზავრები, mobineX-ის კვიპროსის ინტერნეტ პაკეტები შენთვისაა:
· მცირე მოცულობის პაკეტები (1GB, 3GB) მოკლევადიანი ტურისთვის, რუკების სანახავად და შეტყობინებების გასაგზავნად.
· საშუალო და დიდი პაკეტების (15GB, 30GB) შეძენის შემთხვევაში ინტერნეტზე ფიქრი არ დაგჭირდებათ, შეგეძლებათ თამამად უყუროთ ვიდეოებს და დაურეკოთ ახლობლებს.
· დღიური ულიმიტო ინტერნეტი.
· მარტივი ონლაინ შეძენა და ავტომატური გააქტიურება ჩასვლისთანავე.
თუ აპირებ რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობას, მაგალითად, ესპანეთში მატჩის შემდეგ ჩაფრინდები გერმანიაში ან კვიპროსზე, mobineX-ის ევროპული რეგიონული პაკეტი შენთვისაა.
ამ პაკეტით შეძლებ გამოიყენო ინტერნეტი მთელ ევროპაში, უბრალოდ აირჩიე, პაკეტი შენი საჭიროებების მიხედვით და იმოგზაურე ევროპასი მობილური ინტერნეტით. ეს დაგიზოგავს დროსა და ფინანსებს, და მოგცემს საშუალებას დარჩე ხაზზე მთელ ევროპაში.
თუ ჯერ კიდევ არ იცი, რომელი ინტერნეტ პაკეტი შეეფერება შენს მოგზაურობას, mobineX-ის AI ასისტენტი სწრაფად დაგეხმარება.
სისტემა შექმნილია ისე, რომ მარტივი ინფორმაციის შეყვანის შემდეგ (ქვეყანა და მოგზაურობის ხანგრძლივობა) წამებში მოგაწოდოს შენი მოგზაურობისთვის ყველაზე შესაფერისი ინტერნეტ პაკეტი.
AI ასისტენტი ითვალისწინებს შენი მარშრუტის დეტალებს და გეხმარება აირჩიო პაკეტი, რომელიც დაფარავს საჭირო დღეებს, ინტერნეტის მოცულობასა და ხარჯს.
ეს ნიშნავს, რომ აღარ დაგჭირდება სხვადასხვა შეთავაზებების შედარება ან თითოეული პაკეტების ცალკე შესწავლა, სისტემა ყველაფერს აკეთებს შენს მაგივრად.
სწრაფი, ზუსტი და მარტივი გზა მოსახერხებელი კომუნიკაციისთვის ევროპაში მოგზაურობისას. სცადე mobineX-ის AI ასისტენტი და იპოვე შენი ტურისთვის იდეალური ინტერნეტ პაკეტი, ერთი წუთში.
გაიგე მეტი mobineX-ის AI ასისტენტის შესახებ.
თუ აპირებ გიორგი მიქაუტაძის თამაშებზე დასწრებას და გჭირდება სამოგზაურო ინტერნეტი, mobineX ყველაზე სწრაფ და ხელმისაწვდომ პაკეტებს გთავაზობს. შეარჩიე შენი მოგზაურობისთვის შესაფერისი ინტერნეტ პაკეტი, დარჩი ონლაინ ყველგან, სადაც თამაშობს ბომბარდირი, და გაუზიარე ემოციები ახლობლებს პირდაპირ ტრიბუნიდან.




