“ადეიშვილი რატომღაც გაამართლეს” – ია მეტრეველი

ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს, ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, მუხლს ამნისტია შეეხო და სასჯელიც შემცირდა. ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი კი გაამართლა.
ია მეტრეველი:
„სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! „ბატონ ოქრუაშვილს“ ბუტას საქმეზე, 7 წელი მიუსაჯეს. თუმცა ვწუხვარ, ადეიშვილი რატომღაც გაამართლეს. ადეიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ ყველა დანარჩენი სტრუქტურები. მიშა რა ბრძანებასაც გასცემდა, ადეიშვილი ასრულებინებდა ყველას. იმედს ვიტოვებ, სასამართლოს შემდგომი ინსტანცია მაინც გაამტყუნებს გარეწარ ადეიშვილს. ასევე ვაჟბატონი დონაძე, ყველა უბედურების “რეჟისორიც” იქნება მიხედილი, კიდევ გაბედა და “აკაცუკების” აქციებზე გამოჩნდა. ეგონა იმარჯვებდნენ. მოვუწოდებ პროკურატურას, გაითვალისწინონ ჩემი სამართლიანი თხოვნა და აღასრულონ ბოლომდე სამართალი”