მოკლედ
· ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მონიტორები “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებები ოპოზიციური პარტიების და მათი ლიდერების წინააღმდეგ.
· მოწოდებებს შორის არის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებაც ახლადმიღებულ კანონებთან დაკავშირებით.
· მონიტორები ედიტე ესტრელა და საბინა კუდიჩი საქართველოში 2025 წლის 10-12 ნოემბერს იმყოფებოდნენ.
„ეს ბრალდებები აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია და უნდა განიხილებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლოდროინდელ სარჩელებთან ერთად, რომლებითაც მოთხოვნილია რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა.
ასეთ ქმედებებს ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ეს ქმედებები, რომლებსაც, ფაქტობრივად, შეუძლია დიქტატურის დამყარება საქართველოში“, – საბინა ჩუდიჩის და ედიტ ესტრელას ამ განცხადებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს.
რაც შეეხება იმ კანონებს, რომლებთან დაკავშირებითაც მონიტორები საქართველოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებას სთხოვენ, ესენია:
· „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“;
· „საქართველოს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი“;
· „გრანტების შესახებ კანონი“;
· „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ“.




