CIU-სა და იურიდიული კომპანია „ნომოს ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (CIU) და იურიდიული კომპანია „ნომოს ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ახალ პრაქტიკულ შესაძლებლობებს ხსნის.
ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი ცნობით, დოკუმენტს ხელი CIU-ს ვიცე-რექტორმა თამარ ინასარიძემ და „ნომოს ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ლიკა ცინცაბაძემ მოაწერეს.
„თანამშრომლობის მთავარ მიზანს მხარეებს შორის საერთო ინტერესების სფეროში ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივი პროექტების, კვლევებისა და ინიციატივების განხორციელება წარმოადგენს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის ფარგლებში, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გაიარონ აქტიური პრაქტიკული კურსები იურიდიულ კომპანიაში, რაც მათ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.
მემორანდუმის გაფორმების პარალელურად, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კომპანია „ნომოს ჯორჯიას“ წარდგენა გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ხატიძე და კომპანიის მმართველი პარტნიორი ლიკა ცინცაბაძე.
მათ სტუდენტებს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გაუზიარეს, საერთაშორისო ბიზნეს სამართლისა და ბიზნეს ტრანზაქციების განხორციელების საკვანძო საკითხების შესახებ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე გლობალურ იურიდიულ ბაზარზე წარმატებისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – მინდა, ევროპულ დედაქალაქებს, „მივულოცო“, რომ ისინი საქართველოში ქსენოფობიას აფინანსებენ – ეს თუ არ არის სირცხვილი ევროპის, მაშინ, ან არ იციან რა არის სირცხვილი, ან არ იციან, რა არის ქსენოფობია, ან არ იციან, რა არის ევროპა