ადვოკატი ბუტა რობაქიძის საქმეზე – ზურაბ ადეიშვილი საქმეში მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამართლდა

ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ადვოკატის, ქეთი ჩომახაშვილის განცხადებით, ბუტა რობაქიძის საქმეზე ადეიშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი საქმეში საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობის გამო დადგა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, თავად ადეიშვილთან სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არ უსაუბრია.
„სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ზურა ადეიშვილი მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამართლდა, ასე განმარტა მოსამართლემ. თავად ზურაბ ადეიშვილი სასამართლო პროცესში დისტანციურადაც ჩართულა და სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არ მისაუბრია. ჩემი პოზიცია სასამართლოში დავაფიქსირე, სასამართლომ გაიზიარა ჩემი პოზიცია და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რაც ძალიან მიხარია, პირდაპირ გეტყვით“, – განაცხადა ქეთი ჩომახაშვილმა.
ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილ გენერალურ პროკურორ, ზურა ადეიშვილთან ერთად ბრალი წაყენებული ჰქონდა ყოფილ შს მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ორივე მათგანს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ.
უფრო კონკრეტულად, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – მინდა, ევროპულ დედაქალაქებს, „მივულოცო“, რომ ისინი საქართველოში ქსენოფობიას აფინანსებენ – ეს თუ არ არის სირცხვილი ევროპის, მაშინ, ან არ იციან რა არის სირცხვილი, ან არ იციან, რა არის ქსენოფობია, ან არ იციან, რა არის ევროპა