„თავისუფლების მოედანი“ პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა

პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედანი”, რომელსაც სახელმწიფო პარტიად რეგისტრაციის პროცესში ბიუროკრატიულ ბარიერებს უქმნიდა, 19 ნოემბერს პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა.
“პარტიის რეგისტრაციის გზაზე მრავალი პრობლემა შეგვექმნა, ზოგი მოსალოდნელი, ზოგი სრულიად მოულოდნელი, მაგრამ გუნდში გადაწყვეტილი გვქონდა, ეს ბრძოლაც აუცილებლად ბოლომდე მიგვეყვანა. ათასგვარი ბიუროკრატიული ხრიკი და წინაღობა დავძლიეთ. თანაც, აუცილებლად გვინდოდა ისეთი წესდება და პროცედურები გვქონოდა, რომლებიც საუკეთესო ევროპულ ტრადიციებზე დაფუძნებით შევიმუშავეთ. ამ ბრძოლამ გამოიღო თავისი შედეგი, ვაჯობეთ სისტემას, რომელსაც მოუწია უკვე ფორმალურადაც ეღიარებინა უკვე არსებული რეალობა: “თავისუფლების მოედანი” რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიაა. ხვალ რას მოიფიქრებს იგივე რეჟიმი, არავინ იცის, რადგანაც ის ახალი პარტიების სამომავლოდ აკრძალვასაც კი გვპირდება, მაგრამ ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ბრძოლა ყველგან საჭიროა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი” – დაწერა პარტიის რეგისტრაციის შემდეგ მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ ფეისბუკზე.
“თავისუფლების მოედანი”, რომელიც პოლიტიკურ ძალად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეიქმნა და გასული წლის არჩევნებში ლელოს გარშემო შექმნილი კოალიციით იღებდა არჩევნებში მონაწილეობას. ის ერთ-ერთია იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებმაც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.
იმის მიუხედავად, რომ მოძრაობა ჯერ პარტიად არ იყო დარეგისტრირებული, მის წევრებს ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოს ხელით სთხოვს ისეთი სახის დოკუმენტაციის წარდგენას, რისი წარდგენის ვალდებულებაც აქვთ პოლიტიკურ პარტიებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: როგორც გახსოვთ, ამერიკელების მიერ შემოთავაზებულ გეგმას „კაპიტულანტური“ უწოდეს უკრაინის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და პატრიოტებმა, ევროპელებმა, უკრაინელებზე უფრო უკრაინელმა ქართველებმა და ა.შ.

შალვა პაპუაშვილი – მინდა, ევროპულ დედაქალაქებს, „მივულოცო“, რომ ისინი საქართველოში ქსენოფობიას აფინანსებენ – ეს თუ არ არის სირცხვილი ევროპის, მაშინ, ან არ იციან რა არის სირცხვილი, ან არ იციან, რა არის ქსენოფობია, ან არ იციან, რა არის ევროპა