საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი, ტვ პირველთან, ამბობს:
დღეს ქართული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის ნამდვილად არ არის მოხეხრხებული პერიოდი, ნამდვილად არ არის კომფორტული გარემო, როცა ფაქტობრივად, უწევთ იმ პარტნიორებთან შეხვედრა და ერთგვარი კეთილგანწყობილი ურთიერთობის შექმნა, რომელსაც დედაქალაქიდან, ფაქტობრივად, მტრულად განწყობილ ქვეყნად აღიქვამენ. ძალიან რთულია დიპლომატისთვის, როცა ის გრძნობს, რომ ნდობა აღარ არსებობს პარტნიორის მხრიდან. ნდობის აღდგენას სჭირდება წლები და სამწუხაროდ, აი, ამ უხერხულ და არასასურველ ვითარებაში აღმოჩნდა საქართველო, როცა ჩვენი ერთგული პარტნიორები დღეს ვეღარ მოაიზრებენ საქართველოს ერთგულ და სანდო პარტნიორად. არავისი მშურს დღეს ვინც ამა თუ იმ მიზეზით რჩება ამ სამსახურში და ცდილობს კიდევ, რომ ერთგვარად დამტვრეული ქოთანი შეაკოწიწოს და ერთგვარად სიმართლეს დაამსგავსო ის ნარატივი, რასაც მათ აწვდიან როგორც გზავნილს, რომ მიუტანონ.




