გიორგი ტყემალაძე – რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას უახლოეს მომავალში დავიწყებთ, შევარჩევთ დროს, როცა ნაკლები დისკომფორტი იქნება მოქალაქეებისთვის – ვფიქრობთ, პროექტის განხორციელება 4 თვის ვადაში მოხდეს

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია განხორციელდება 2026 წელს. ეს დაახლოებით, 50 მლნ ლარის ბიუჯეტით არის განსაზღვრული. უახლოეს მომავალში დავიწყებთ სამუშაოებს, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, სამუშაოებისთვის შეარჩევენ ისეთ დროს, რომლითაც მოსახლეობას ნაკლები დისკომფორტი ექნება.
„გიდასტურებთ, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია განხორციელდება 2026 წელს. ეს დაახლოებით, 50 მლნ ლარის ბიუჯეტით არის განსაზღვრული. უახლოეს მომავალში დავიწყებთ სამუშაოებს. ახლა ტექნიკურ დეტალებზე ვმუშაობთ, შევარჩევთ დროს, როცა ნაკლები დისკომფორტი იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ვფიქრობთ, 4 თვის ვადაში იყოს განხორციელებული აღნიშნული პროექტი“, – აღნიშნა ტყემალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: როგორც გახსოვთ, ამერიკელების მიერ შემოთავაზებულ გეგმას „კაპიტულანტური“ უწოდეს უკრაინის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და პატრიოტებმა, ევროპელებმა, უკრაინელებზე უფრო უკრაინელმა ქართველებმა და ა.შ.

შალვა პაპუაშვილი – მინდა, ევროპულ დედაქალაქებს, „მივულოცო“, რომ ისინი საქართველოში ქსენოფობიას აფინანსებენ – ეს თუ არ არის სირცხვილი ევროპის, მაშინ, ან არ იციან რა არის სირცხვილი, ან არ იციან, რა არის ქსენოფობია, ან არ იციან, რა არის ევროპა