ალექსანდრე დარახველიძე – ყველაფერს აკეთებს, რომ თითოეული ნარკოდამნაშავე კანონის წინაშე წარსდგეს და უმკაცრესად აგოს პასუხი

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეული ნარკოდამნაშავე კანონის წინაშე წარსდგეს და პასუხი უმკაცრესად აგოს.
როგორც დარახველიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, პირები, რომლებიც საზოგადოებას წამლავენ, მიიღებენ ადეკვატურ სასჯელს.
„რაც შეეხება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, შსს-ს გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა. შსს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეული ნარკოდამნაშავე კანონის წინაშე წარსდგეს და მან უმკაცრესად აგოს პასუხი, როგორც ნარკორეალიზაციისთვის, ასევე სხვა დანაშაულისთვის. საქართველოს პარლამენტმა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა და ჩვენ ეფექტურად აღვასრულებთ პრაქტიკაში. ყოველდღიურად ვხედავ იმ ათობით დაკავებულ ნარკოგამსაღებელს, რომლებიც წამლავენ ჩვენ საზოგადოებას და ისინი მიიღებენ ადეკვატურ სასჯელს იმისთვის, რომ მათ მსგავსი ქმედება აღარ გაიმეორონ“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: როგორც გახსოვთ, ამერიკელების მიერ შემოთავაზებულ გეგმას „კაპიტულანტური“ უწოდეს უკრაინის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და პატრიოტებმა, ევროპელებმა, უკრაინელებზე უფრო უკრაინელმა ქართველებმა და ა.შ.

შალვა პაპუაშვილი – მინდა, ევროპულ დედაქალაქებს, „მივულოცო“, რომ ისინი საქართველოში ქსენოფობიას აფინანსებენ – ეს თუ არ არის სირცხვილი ევროპის, მაშინ, ან არ იციან რა არის სირცხვილი, ან არ იციან, რა არის ქსენოფობია, ან არ იციან, რა არის ევროპა