განთავსების ობიექტების თანამშრომლებისთვის ახალი ვიდეო გაკვეთილები მომზადდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის განვითარების მიზნით მუშაობას აგრძელებს. ამ ეტაპზე უწყებამ, განთავსების ობიექტების სხვადასხვა მიმართულების გამართულად ფუნქციონირებისთვის ვიდეო გაკვეთილები მოამზადა, რომელთა ნახვაც მსურველებს https://serviceajara.ge/ -ზე შეუძლიათ.
ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიდეო რგოლები განთავსების ობიექტების თანამშრომლების საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობისთვის საჭირო 10 ძირითად თემას ეხება. ესენია: სატელეფონო ეტიკეტი სასტუმროში, ჯავშანი, მიმღები განყოფილების ორგანიზება და ადმინისტრატორის უფლება-მოვალეობები, სტუმრის რეგისტრაცია (ჩექ ინ), გაწერის პროცედურა (ჩექ აუთ), მებარგული (ბელბოის სერვისი); ნომერში საკვებით მომსახურება (რუმ სერვისი), სასტუმროს ნომრის ინსპექტირება, დაკარგული ნივთები, შშმ პირთა მისაწვდომობა განთავსების ობიექტებში და მათი მომსახურების თავისებურებანი.
„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, გასულ წელს რეგიონში სერვისის ამაღლების მიზნით ტურისტულ სექტორში დასაქმებული 1000-მდე პირი გადაამზადა. გარდა ამისა, ორგანიზება გაუწია პირველ გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმი“, რომლის ფარგლებში მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების ფრანგმა, ბელგიელმა, ლატვიელმა შეფებმა, რესტორატორებმა თურქ და ქართველ სპიკერებთან ერთად გასტრონომიული ტურიზმის ტენდენციებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, ადგილობრივი შეფებისთვის კი სხვადასხვა კერძების მომზადების მასტერკლასები ჩაატარეს. ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობას წელსაც აქტიურად გააგრძელებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს, ჯვარზე ტანჯულ მაცხოვარს არ დავიწყებია დედა, თავის მოწაფეს ეუბნება, აჰა დედა შენი, ანუ იზრენე დედაჩემზე, როგორც შენს დედაზეო

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად