გიორგი ტყემალაძე – 2026 წლიდან ეტაპობრივად დაიწყება 111 ვაგონის შემოსვლა, ვმუშაობთ იმაზეც, რომ 2 ახალი მეტროსადგურის პროექტირება დავიწყოთ – ასევე, იმედია, დამატებით 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის შესაძლებლობა გვექნება

ვიცე-მერის, გიორგი ტყემალაძის ინფორმაციით, მომავალი წლიდან ეტაპობრივად დაიწყება მეტროს 111 ვაგონის მიღება.
როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, ასევე განახორციელებენ მუშაობას 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე.
„მეტროს ვაგონების შესყიდვას რაც შეეხება, გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება და 2026 წლიდან უკვე ეტაპობრივად დაიწყება 111 ვაგონის შემოსვლა, რომლის ხელშეკრულება გაფორმებულია. ასევე მეტროსადგურების რეაბილიტაციის მიზნით გვაქვს სასესხო ხელშეკრულება და ამ პროექტსაც განვახორციელებთ.
ვმუშაობთ, რომ უახლოეს პერიოდში დავიწყოთ პროექტირებაზე სამუშაოები, რომელიც 2 ახალ მეტროსადგურს ეხება. იმედი გვაქვს, გვექნება შესაძლებლობა რომ 200 ერთეული დამატებით 18 მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა განვახორციელოთ“,- აღნიშნა ტყემალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: როგორც გახსოვთ, ამერიკელების მიერ შემოთავაზებულ გეგმას „კაპიტულანტური“ უწოდეს უკრაინის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და პატრიოტებმა, ევროპელებმა, უკრაინელებზე უფრო უკრაინელმა ქართველებმა და ა.შ.

შალვა პაპუაშვილი – მინდა, ევროპულ დედაქალაქებს, „მივულოცო“, რომ ისინი საქართველოში ქსენოფობიას აფინანსებენ – ეს თუ არ არის სირცხვილი ევროპის, მაშინ, ან არ იციან რა არის სირცხვილი, ან არ იციან, რა არის ქსენოფობია, ან არ იციან, რა არის ევროპა