საჭადრაკო ისტორიით გამორჩეულ ესპანეთის ქალაქ ლინარესში მიმდინარე ქალთა გუნდურ პირველობაზე საქართველოს ქალთა ნაკრები ორი ტურის შემდეგ დაუმარცხებლად ლიდერობს.
პირველ ტურში ჩვენმა ნაკრებმა უზბეკეთის ნაკრები დაამარცხა, ხოლო მეორე ტურში ინდოეთის ნაკრებს დამაჯერებლად – 3.5 : 0.5 სძლია.
2 ტურის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა ასეთია:
‘B' ქვეჯგუფი
🇬🇪 საქართველო — 4 ქულა
🇨🇳 ჩინეთი — 4 ქულა
🇺🇦 უკრაინა — 2 ქულა
🇮🇳 ინდოეთი — 2 ქულა
🇫🇷 საფრანგეთი — 0 ქულა
🇺🇿 უზბეკეთი — 0 ქულა
‘A' ქვეჯგუფი
🇺🇸 აშშ 1 : 3 🌍 ფიდეს გუნდი
🇰🇿 ყაზახეთი 2.5 : 1.5 🇦🇿 აზერბაიჯანი
🇪🇸 ესპანეთი 2.5 : 1.5 🇵🇪 პერუ



