პოლონეთის მიერ გდანსკში რუსეთის საკონსულოს დახურვის საპასუხოდ, ჩვენ რუსეთში პოლონეთის დიპლომატიური და საკონსულო სამსახურების რაოდენობას შევამცირებთ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„საპასუხო ნაბიჯის სახით, რუსული მხარე რუსეთში პოლონეთის დიპლომატიური და საკონსულო სამსახურების რაოდენობას შეამცირებს“, – განაცხადა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი რკინიგზაზე მომხდარი დივერსიის გამო ქვეყანაში მოქმედ რუსეთის უკანასკნელ საკონსულოს დახურავს.




