661 163 ლარის მითვისების ბრალდებით 4 პირი დააკავეს

სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტზე4 პირი დააკავეს – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულმა პირებმა, შპს „სამშენებლო კომპანია №1“-ის ხელმძღვანელებმა, 2020 წელს გაიმარჯვეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. ტენდერის საერთო ღირებულება შეადგენდა 6 632 130 ლარს. შესრულებული სამუშაოებისთვის კომპანიას გადაეცა 3 432 520 ლარი, თუმცა სამუშაოები სრულად არ დასრულებულა და ხელშეკრულება შეწყდა. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, ინსპექტირების ორგანოების თანამშრომლების დახმარებით, ყალბი დოკუმენტაციის მომზადებისა და გამოყენების გზით, თაღლითურად დაეუფლნენ პროექტისთვის გამოყოფილ 661 163 ლარს“ – აცხადებს საგამოძიებო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილი – საპარლამენტო არჩევნებისთვის უცხოეთში მცხოვრები 95 ათასი ამომრჩეველი დარეგისტრირდა, მათგან არჩევნებში 34 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო ამომრჩევლის 1.5%-ია – შიშზე საუბარი სპეკულაციაა

თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, 2026 წლის ბიუჯეტში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსებისა და შშმ პირთა ერთჯერადი დახმარების გაზრდაა გათვალისწინებული