ქეთი ქურდოვანიძე: ამ ღონისძიებაში მონაწილე “აპოლიტიკურმა” მომღერლებმა რატომ არ ჰკითხეს ორგანიზატორებს, რა მიზეზით არ იყვნენ მოწვეული… არ გრცხვენიათ?!

ჟურნალისტი, ლიტერატურათმცოდნე ქეთი ქურდოვანიძე:
მე რომ არ მიმიწვიეს გოგი დოლიძის საღამოზე მისმა ოჯახის წევრებმა, ნუ ამას კიდევ შეიძლება მოეძებნოს გამართლება, თუმცა ვინც მიცნობს, იცის, ვინ იყო ჩემთვის და ჩევენი ოჯახისთვის გოგი, მაგრამ მაცაცო სებისკვერაძის და თამრიკო ჭოხონელიძის არმიწვევა უბრალოდ სამარცხვინოა. ასევე სამარცხვინოა იმ მომღერლების დამამცირებელი ინტერვიუები, რომლებიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა და ოდნავადაც არ შეესაბამება რეალობას.
მიზეზი ისედაც ცხადია და განმარტება არ სჭირდება -პოლიტიკური ანათემა.
განმარტება სჭირდება მხოლოდ ერთ რამეს. ამ ღონისძიებაში მონაწილე “აპოლიტიკურმა” მომღერლებმა რატომ არ ჰკითხეს ორგანიზატორებს, რა მიზეზით არ იყვნენ მოწვეული მაცაცო სებისკვერაძე -გოგის შემოქმედების შემქმნელი და თამრიკო ჭოხონელიძე, რომელსაც გოგი უდიდეს მომღერლად მიიჩნევდა და ყველა სხვა სცენიური პარტნიორისგან საგანგებოდ გამოარჩევდა, როგორც შეუდარებელ მომღერალს. რატომ არ გააპროტესტეს მათი არყოფნა?
არ გრცხვენიათ?!

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ