“ვიწყებ შიმშილობას” – ისაკო დევიძე

სამოქალაქო აქტივისტმა ისაკო დევიძემ პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას აქტივისტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“მოგესალმებით, მეგობრებო!
უკვე 22 დღეზე მეტია, რაც რუსთაველზე უწყვეტი აქციის მონაწილეები შიმშილობენ. მივიღე გადაწყვეტილება – სოლიდარობის ნიშნად შევუერთდე მათ პროტესტს და დავიწყო შიმშილობა!
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! #ცეცხლიოლიგარქიას!” | წერს ისაკო დევიძე.
პარლამენტთან 28 ოქტომბრის მერე შიმშილობენ გედევან ფოფხაძე, დარეჯან ცხვიტარია და კიდევ რამდენიმე აქტივისტი. მათი მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო .