გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ურეკის ნარჩენების გადამტვირთავ სადგურსა და გურიის სანაპირო ზოლზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” დირექტორთან მიხეილ გოგოლიძესთან ერთად, ურეკის ნარჩენების გადამტვირთავ სადგურსა და გურიის სანაპირო ზოლზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ გურიის შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების სამუშაოებს 2021 წლიდან ახორციელებს. სანაპირო ზოლის მოვლა-პატრონობისთვის კომპანია სპეციალურ ტექნიკას ფლობს, მათ შორის, ქვიშის საცრელ მანქანებს, ტრაქტორებს და თვლიან მისაბმელებს. ტერიტორიის დასუფთავებაზე, ყოველდღიურად, კომპანიის 109 თანამშრომელი ზრუნავს, ხოლო ზაფხულში, აქტიურ ტურისტულ სეზონზე მათი რიცხვი 222-მდე იზრდება.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ნაც-ლიბერალური სექტის შეტევა არის ლოგიკური მოცემულობა, მათთვის არა ნაკრების, არამედ იმ ინდივიდების გულშემატკივრობაა მნიშვნელოვანი, რომლებიც მათთვის მისაღებ პოლიტიკურ პოზიციებს აფიქსირებენ