იაკობაშვილი: ეზოში ჩადი – დომინო და ჯოკერი ითამაშე ან ვინც თამაშობს მოუსმინე რა. ერთი კვირა აქაური იყავი, რომ მერე ადგე და მერე მისცე ხმა რა

“გაერკვიე, მოუსმინე. ეზოში ჩადი – დომინო და ჯოკერი ითამაშე ან ვინც თამაშობს მოუსმინე რა. ერთი კვირა აქაური იყავი, რომ მერე ადგე და მერე მისცე ხმა რა, ოღონდ ისე კი არა ახლა როგორც აძლევენ ხმას – ფეისბუქის ჭორებით, შავნოდარა რას იტყვის და ინგა გრიგოლია რას მოატყუებს და ნინო ჟიჟილაშვილი რას დაიწუნებს. უბრალოდ ჩამოდი და ქუჩაში გაიარ-გამოიარე” – ამბობს For.ge-ს რედაქტორი, გიორგი იაკობაშვილი უცნობის გადაცემაში ემიგრანტებზე საუბრისას.
ოცნებამ გუშინ, 17 ნოემბერს, მიიღო გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო კოდექსს შეცვლის და ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებზე ხმის საზღვარგარეთ მიცემას შეუზღუდავს. კობახიძის თქმით, ყველას შეუძლია “1 დღით ჩამოვიდეს” და ხმა ინფორმირებულმა მისცეს, რადგან “უცხო ქვეყნის გავლენის ქვეშ არ მოექცეს.

ასევე დაგაინტერესებთ