საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან სპორტის სამინისტროსთვის დამატებით 5 მლნ ლარი გამოყო.
14 ნოემბრით დათარიღებული მთავრობის განკარგულების მიხედვით, 2.5 მლნ ლარი ფეხბურთის ფედერაციისთვის, 2.5 მლნ ლარი კი რაგბის კავშირისთვის არის განკუთვნილი.
სპორტის სამინისტრომ 2.5 მლნ ლარი ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს ფეხბურთის ფედერაციისთვის გადასარიცხად უნდა დაურიცხოს, რომლის მიზანი ფეხბურთსა და ფუტსალში საქართველოს ეროვნული ნაკრების და ასაკობრივი ნაკრები გუნდების შესაბამის შეჯიბრებებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯებისა და ამავე ნაკრები გუნდების მომსახურე პერსონალის, მსაჯების და ოფიციალური პირების ანაზღაურების დაფარვაა.
სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 2.5 მლნ ლარი საქართველოს რაგბის კავშირს გაწეული ფაქტობრივი ხარჯების ანაზღაურების, სხვადასხვა კრედიტორის მიმართ წარმოქმნილი დავალიანებებისა და ვალდებულებების დაფარვის მიზნით უნდა ჩაერიცხოს.




