Microsoft Corp.-ი და Nvidia Corp.-ი ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-ში 15 მილიარდ დოლარამდე ერთობლივი ინვესტიციის განხორციელებაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, Anthropic-მა გამოაცხადა Microsoft Azure-ის ღრუბლოვანი სერვისიდან დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის ღირებულების გამოთვლითი სიმძლავრის შეძენის განზრახვა.
კომპანიები ერთმანეთის კლიენტები გახდებიან: Microsoft გამოიყენებს Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელებს, ხოლო Anthropic – Microsoft-ის ინფრასტრუქტურას, განაცხადა Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელმა.
Anthropic, რომელიც 2021 წელს OpenAI-ის ყოფილმა თანამშრომლებმა დააარსეს, სექტემბერში ჩატარებული ბოლო დაფინანსების რაუნდის დროს 183 მილიარდ დოლარად შეფასდა.




