ზურაბ ფარჯიანი: თუ ეროვნული საფეხბურთო ნაკრები არაა “ეროვნული”, მაშინ ის უბრალოდ “საფეხბურთო” ნაკრებია

დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი:
ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრები. ნაკრებო.
თქვენი ერთი წევრის “ფეისბუქ” პოსტი შემხვდა და აქ და ასე “გამოვეხმაურები”
თქვენ ალბათ ყველაზე მეტად გრძნობთ გულშემატკივრის რაოდენობის ზრდას თუ კლებას, რადგან ყველაზე მეტად ფეხბურთი გვიყვარს და ყველაზე მეტად ფეხბურთის სტადიონის ტრიბუნებს დაეტყოთ ხალხის განწყობა.
მაგრამ თქვენი წაგებები სპორტულ მოედანზე არაფერ შუაშია ბიჭებო ხალხის რაოდენობის კლებასთან.
და კარგად რომ ჩაიხედოთ გულში, მიხვდებით რაცაა შუაში.
თქვენი წაგებები ჩვენი წაგებებია, მაგრამ რატომღაც “ჩვენი წაგება” არ და ვერ გახდა თქვენი.
თორემ ჩვენ წაგების მერეც ჩამოვიდოდით თქვენთან გასახდელში.
ფეხბურთის და პოლიტიკის გამიჯვნაზეც ნურაფერს გვეტყვით – ნაკრების მოქმედი წევრები იყავით “ოცნების” კლიპში.
და თან რას ვიზამთ, რომ რაღაც მომენტში აღარ იმიჯნება ბიჭებო არაფერი. და ქომაგობაც ორმხრივია.
გიორგი გიორგაძე – ალბათ ყველაზე ადვილი სახელი და გვარია დასამახსოვრებლად. კარგად დაიმახსოვრეთ.
საბოლოო ჯამში, თუ ეროვნული საფეხბურთო ნაკრები არაა “ეროვნული”, მაშინ ის უბრალოდ “საფეხბურთო” ნაკრებია.
წარმატებები თქვენს საქმიანობაში.
როდესაც ქვეყანას დავიბრუნებთ, მერე დავუბრუნდებით ტრიბუნებს

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა