კიევის თანახმად, ATACMS-ები გამოიყენა რუსეთში სამიზნის წინააღმდეგ

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით გამოიყენეს ATACMS ტაქტიკური სარაკეტო სისტემები რუსეთში სამხედრო ობიექტებზე მაღალი სიზუსტის დარტყმის განსახორციელებლად“, ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.
კონკრეტულად რა სამიზნეებზეა ლაპარაკი, არ არის ნახსენები.
უკრაინული ტელეგრამის არხები, რომლებიც აკვირდებიან რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმებს, ვარაუდობენ, რომ სამიზნე შესაძლოა ვორონეჟი იყოს.
დღეს შუადღისას ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა „უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის შესახებ“. მოგვიანებით მან განმარტა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა „რამდენიმე საჰაერო სამიზნე გაანადგურეს“ ვორონეჟის ცაზე.
ზაფხულის მიწურულს Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ შემოღებულ იქნა მაღალი დონის დამტკიცების პროცედურა (რაც ნიშნავს პირადად თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთს) უკრაინისთვის მიწოდებული შორი მოქმედების იარაღის გამოსაყენეოლად რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ. ეს ეხებოდა ATACMS რაკეტებს, ასევე ბრიტანულ-ფრანგულ Storm Shadow ფრთოსან რაკეტებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან წულაძე: ყველას, ვისაც გულის მაგივრად ჩვარი არ გიდევთ მკერდში, დაეხმარეთ შესანიშნავ ონლაინ მედიას, მე გაზეთს ვუძახი მაინც, ონლაინ გაზეთს – „ბათუმელები“, რომელსაც არ აქვს ფული, ანუ პატიოსანი ხალხია

იაგო კაჭკაჭიშვილი – არ გამოვრიცხავ, თავად ივანიშვილის ხედვა იყოს, რომ მისი ფიგურა, პოლიტიკური ბიოგრაფიით გამსახურდიასა და კოსტავას თანაზომიერია, თუმცა ზვიადი და მერაბი რომ ეროვნულ მოძრაობას ედგნენ სათავეში, მაშინ ის რუსეთში აკეთებდა ბიზნესს