დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონში მდებარე საჯარო სკოლების რეაბილიტაციას ახორციელებს

დიდუბის გამგეობა რაიონში მდებარე საჯარო სკოლების რეაბილიტაციას ახორციელებს.
სამუშაოების ფარგლებში, განახლდება საკლასო ოთახები და დერეფნები, მოწესრიგდება იატაკი, გათბობის სისტემა. ასევე, რეაბილიტირდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემა. სკოლებში, ასევე ეწყობა უსაფრთხოების ღობეები, წყალსაწრეტი მილები, ბოლო ეტაპზე კი სკოლების ეზოებში ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
ამ დროისთვის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესში დიდუბისა და დიღმის მასივის შვიდი სკოლაა ჩართული.
სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდგომ, სასწავლო გარემო უფრო კომფორტული და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი გახდება.
სამუშაო პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი, მოადგილესთან და დედაქალაქის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარ დეპუტატ შოთა ქევხიშვილთან ერთად გაეცნო.
ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2 551 265 ლარია გამოყოფილი.

ასევე დაგაინტერესებთ

5 ადამიანი ჩაიკეტა ოთახში, მათ შორის ორი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და გადაწყვიტეს, რომ გამოეცხოთ რაღაც რეზოლუცია. გადაწყვიტეს, რომ რომელიღაც ოთახიდან მათ უკეთ იციან საქართველოს საჭიროებები

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით საქართველოში ვიზიტით მყოფი სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი ჯონათან ასკონასი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება