კიდევ რა შეიზღუდება ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის გარდა? – საარჩევნო კოდექსის 95-ე ცვლილება

მოკლედ
· საარჩევნო კოდექსში ბოლო 14 წელიწადში 95-ე ცვლილება იგეგმება, მათ შორის ემიგრანტებისთვის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შეზღუდვა.
· კანონპროექტი კენჭისყრის შენობაში აუდიომონიტორინგს კრძალავს.
· კომისიის წევრობისთვის სასამართლოს ჯარიმა ავტომატური დისკვალიფიკაციის მიზეზი გახდება.
საარჩევნო კოდექსის ახალი პროექტი პარლამენტის ვებგვერდზე უკვე საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. მასში რიგი ჩანაწერები ბუნდოვანია; ავტორები სატელეფონო კომენტარს არ აკეთებენ. რადიო თავისუფლება დეტალების დაზუსტებას განხილვის ეტაპზე შეეცდება.
2012 წლიდან დღემდე საარჩევნო კოდექსი 94-ჯერ შეიცვალა. მათგან 15- ჯერ 2024 წლის საპარლამენტო ს შემდეგ.
17 ნოემბერს ცნობილი გახდა ახალი, კომპლექსური ცვლილებების პაკეტის შესახებ, რომლის მოცულობა იმდენად დიდია, რომ „ქართული ოცნება“ ახალი ორგანული კანონის მიღებას აპირებს. ეს ბოლო 14 წელიწადში 95-ე ცვლილება იქნება.